ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ვაშინგტონის სანქციებს ამერიკელი დიპლომატების გაძევებით პასუხობს


აშშ-ის საელჩო მოსკოვში
აშშ-ის საელჩო მოსკოვში

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, 10-მა ამერიკელმა დიპლომატმა რუსეთი უნდა დატოვოს. ეს არის პასუხი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ რუსეთზე დაწესებულ სანქციებზე, რომელიც ოფიციალურად ხუთშაბათს გამოცხადდა.

ვაშინგტონმა ფართომასშტაბიანი სანქციები მოსკოვს გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩარევის მცდელობის, კიბერშეტევების, უკრაინაში აგრესიის გამო და სხვა "საზიანო" ქმედებებისთვის დაუწესა. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს.

ლავროვმა საპასუხო სანქციებზე განცხადება დღეს გააკეთა, სერბ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. დიპლომატების გაძევებასთან ერთად, მოსკოვი ამერიკის 8 ოფიციალურ პირს სანქციებს დაუწესებს და დაასრულებს რუსეთში იმ ამერიკული ფონდების და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას, რომლებიც საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ქვეყნის საშინაო საქმეებში ერევიან. მოსკოვი ასევე განიხილავს შესაძლო "მტკივნეულ" ზომებს რუსეთში მოქმედი ამერიკული ბიზნესების წინააღმდეგ.

შეერთებული შტატების სანქციები შეეხო 32 სუბიექტს, რომელთა შორისაა რუსული კომპანიები და ფიზიკური პირები. ასევე - რუს დიპლომატებს და რუსულ სავაჭრო ბაზარს. ბაიდენის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ კიდევ უფრო მეტი სანქცია განიხილებოდა, თუმცა მათ თავი აარიდეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის კიდევ უფრო დაძაბვას. პრეზიდენტ ბაიდენის განკარგულებით, ახალი სანქციები ამერიკის მთავრობას უფლებას აძლევს, სანქცია დაადოს რუსეთის ეკონომიკის ნებისმიერ სექტორს და ასევე არ გასცეს სახელმწიფო ვალი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG