ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი საერთაშორისო საზოგადოებას აფრთხილებს


პუტინი-სირიაში ამერიკის სამხედრო ოპერაციის მოსალოდნელი შედეგების შესახებ აფრთხილებს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი საერთაშორისო საზოგადოებას სირიაში ამერიკის სამხედრო ოპერაციის მოსალოდნელი შედეგების შესახებ აფრთხილებს.

პარალელურად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან ჯონ კერისთან შესახვედრად ემზადება.

გაზეთ ნიუ იორკ თაიმსისთვის მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტმა პუტინმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სირიის კრიზისის მოლაპარაკებებში გაერთიანებული ორგანიზაციის როლs. მან აღნიშნა, რომ ამერიკის სამხედრო ოპერაცია სირიაში ძალადობის ესკალაციას და ტერორიზმის გაძლიერებას გამოიწვევს.

სერგეი ლავროვი და ჯონ კერი ერთმანეთს ჟენევაში ხვდებიან. შეხვედრაზე განიხილება რუსეთის გეგმა, რომელიც სირიის მთავრობის მიერ საერთაშორისო საზოგადოებისთვის ქიმიური იარაღის გადაცემას ითვალისწინებს. შეერთებული შტატები სირიაზე სამხედრო ოპერაციიის კონკრეტულ დეტალებსაც განიხილავს.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ჯენ ფსაკმა ქიმიური იარაღის გაუვნებელყოფის ოპერაციაზე შემდეგი განცხადება გააკეთა:
„ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია გეგმის სერიოზულობა განვსაზღვროთ. დავგეგმოთ მოქმედების სპეციფიკა: რა მექანიზმებით მოხდეს ამ ქიმიური იარაღის ამოცნობა, დადგენა და უსაფრთხოების დაცვით მისი განადგურება. ამ პროცესებში მონაწილეობის სურვილი, რა თქმა უნდა ორივე მხარეს აქვს“. დეტალებს სირიის კრიზისის თემასთან დაკავშირებით ჩვენი გადაცემის მსვლელობისას ერთერთი სიუჟეტიდან შეიტყობთ.
XS
SM
MD
LG