ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი სირიას მომავალშიც დაეხმარება


Putin

ამის შესახებ რუსეთი პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებით, მოსკოვი არ შეწყვეტს სირიის ხელისუფლების მხარდაჭერას. პუტინმა დასავლეთი ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ალ-ყაიდას გამოყენებაში დაადანაშაულა.

ტელეარხისთვის „Russia Today” მიცემულ ინტერვიუში, რუსეთის პრეზიდენტმა დასავლელ პარტნიორებს სირიასთან დაკავშირებით პოზიციების გადახედვისკენ მოუწოდა.

ვლადიმირ პუტინს შეკითხვა დაუსვეს რუსეთის მიერ გაეროს უშიშროების საბჭოში სირიასთან დაკავშირებული რეზოლუციების ჩაგდების გამო, რაც ბაშარ ასადზე ზეწოლას ისახავდა მიზნად. სირიაში მიმდინარე სისხლისღვრას 20,000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

რუსეთის პრეზიდენტის მტკიცებით, დასავლეთი შეიარაღებულ ექსტრემისტებს იყენებს ასადის ჩამოგდების მიზნით, რაც ბატონი პუტინის აზრით ძალზე სახიფათო თამაშია.

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG