ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის სამხედრო სიდიადე


9 მაისის აღლუმს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ესწრებოდა

მოსკოვში წითელ მოედანზე კრემლის ყოველწლიური აღლუმი მოეწყო, სადაც ქვეყნის სამხედრო სიდიადის ხაზგასასმელად არმია და სამხედრო ტექნიკა იყო წარმოდგენილი.
პირველი აღლუმი 68 წლის წინ ჩატარდა ფაშისტურ გერმანიაზე საბჭოთა კავშირის გამარჯვების აღსანიშნავად. დღევანდელი ღონისძიება იყო შეხსენება, როგორც რუსეთის მოქლაქეებისთვის, ისე მსოფლიოსთვის, რომ რუსეთი კვლავ რჩება პლანეტის ერთ-ერთ წამყვან სახელმწიფოდ.
აღლუმს ესწრებოდა რუსეთი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომელმაც სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ რუსეთი ყველაფერს გააკეთებს "პლანეტაზე უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის."
რუსეთის ეკონომიკა მსოფლიოს მსხვილი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს შორის მეათე ადგილს იკავებს, თუმცა ჯერ კიდევ მიისწრაფვის სამხედრო სფეროში სუპერსახელმწიფოს ტიტულის დასაბრუნებლად.
XS
SM
MD
LG