ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი მოსკოვის მოვლენებს გამოეხმაურა


პუტინი მოსკოვის მოვლენებს გამოეხმაურა
პუტინი მოსკოვის მოვლენებს გამოეხმაურა

რუსეთის პრემიერ მინისტრი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ აუცილებელია იმ ექსტრემიზმის „მოთოკვა,“ რომელიც მოსკოვში ეთნიკური დაპირისპირებების ნიადაგზე გამწვავდა. პუტინმა ეს განცხადება დღეს გააკეთა. მოსკოვის „სპარტაკის“ ერთ-ერთი გულშემატკივარი ფეხბურთის ფანების დაპირისპირების საფუძველზე დაწყებული ჩხუბის დროს დაიღუპა. შაბათს, დაახლოებით ხუთი ათასი - ძირითადად ახალგაზრდა მამაკაცი - შურისძიების მიზნით თავს დაესხა კავკასიური გარეგნობის მქონე ადამიანებსა და მილიციის თანამშრომლებს.

პუტინმა მიხაილ ხოდორკოვსკიზეც გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ „ქურდი ციხეში უნდა იყოს.“ ხოდორკოვსკი უკვე მერვე წელია სასჯელს იხდის საგადასახაო თაღლითობისა გამო.

XS
SM
MD
LG