ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წინასაარჩევნო მარათონი რუსეთში


წინასაარჩევნო მარათონი რუსეთში
წინასაარჩევნო მარათონი რუსეთში

ვლადიმერ ჟირინოვსკი, 1991 წლიდან, უკვე მეხუთედ ცდის თავის ბედს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში.

მისი უცნაური ხასიათი, სატელევიზო რეკლამებშიც კარგად ჩანს. ერთ-ერთ რეკლამაში ჟირინოვკსი სახედარს შოლტს ურტყამს და რუსულად გაიძახის - ეს პატარა, საძაგელი სახედარი ჩვენი ქვეყნის სიმბოლოა:

მაშა ლიპმანი კარნეგის მშვიდობის ფონდში მუშაობს, რომელიც რუსეთში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს სწავლობს:

„ის სახედარს ურტყამს და თან ამბობს რომ რუსეთი ჩამორჩენილი ქვეყნაა. რას ნიშნავს ეს? -რუსეთი ამასთანავე სახედარიცაა? მათრახს სახედრის გადასაადგილებლად იყენებს, რომელსაც წამოძახილით პასუხსობს: „არასდროს წავა წინ“! და ამით ყველაფერს ამთავრებს. მიმაჩნია რომ ეს საკმაოდ შეურაცმყოფელია.“

კომუნისტური პარტიის კანდიდატი გენადი ზუგანოვი საპრეზიდენტო არჩევნებში მეოთხედ მონაწილეობს. მისი სწრაფი ტემპით მიმდინარე სატელევიზო გამოსვლები თანამედროვე რუსეთის ცხოვრებას ასახავს. ამის თაობაზე, ექსპერტი ლიპმანი კი შემდეგს ამბობს:

„რუსეთი ლამაზი და გრანდიოზულიცაა. რუსეთს დიდ და ნათელი საწარმოები აქვს, მომხიბლავი - ტყეები და მთები. ნებისმიერი კუთხით, ზუგანოვისათვის რუსეთი თვალწარმტაცი ქვეყნაა, რომელშიც ხანდახან სადაო საკითხებსაც ხედავს; და თუ ყველაფერი კარგად გამოიყურება, მაშინ რაში სჭირდებაიმ ადამიანის კონკურენტი გახდეს, რომელიც ამ მხნის მანძილზე მართავს სახელმწიფოს? “

ბატონი პუტინი ორჯერ უკვე აირჩიეს პრეზიდენდატ. მესამედ მისი პოსტიდან წასვლა რუსეთის კონსტიტუციამ განაპირობა, რომელიც პრეზიდენტად არჩევას მხოლოდ ორი ვადით ითვალისწინებს. შედეგად, მან, საპრეზიდენტო სკამიდან პრემიერ-მინისტრობის პორტფელი ჩაიბარა. მიუხედავად ამისა, მისმა მემკვიდრემ დიმიტრი მედვედევმა, ბატონ პუტინს კრემლში ძველ პოსტზე დაბრუნების უფლება კვლავ მისცა.

საპრეზიდენტო მარათონში, ზუგანოვის პოლიტიკურ ოპონენტად კი მიხეილ პროხოროვი მოიაზრება. ეს უკანსაკნელი ის მილიარდელია, რომელმაც საზოგადოებრივ გამოკითხვებში მაღალი რეიტინგი აჩვენა. პროხოროვის დამაჯერებელ გამოსვლებს რუსეთის საშუალო კლასსზე გარკვეული ზეგავლენა აქვს:

„რუსეთს ახალი პრეზიდენტის სჭირდება, ისეთი პრეზიდენტი, რომელიც რწმენას დაგვიბრუნებს, მაშ ასე - ახალი პრეზიდენტი - ახალ რუსეთს,“- ამბობს პროხოროვი.

სერგეი მირონოვი რუსეთის სამართლიანი პარტიიდან წარდგენილი კანდიდატია. მის სარეკლამო რგოლები ძირითად კორუფციასთან ბრძოლით ხასიათიათდება.

„ჩვენ უნდა შევცვალოთ ისინი ვინც ახლა ხელისუფლებაშია. მე მათ წინაღმდეგ ბოლომდე ვიბრძოლებ,-“ აცხადებს მირონოვი.

თუმცა, მიუხედავად ამ სიტყვებისა, მას მონაწილობა არ მიუღია 4 თებერვალს გამართულ იმ მრავალრიცხოვან აქციაში, რომელიც ქვეყანაში არსებულ კორუფციას აპროტესდებდა.

რუსეთის ტელევიზიების მიერ გადაცემულ რეკლამებში ვლადიმერ პუტინს კანდიდატურის დეფიციტს თავლნათლად შენიშნავთ.

თუმცა, ბატონი პუტინის საქმიანობას, საკმაოდ წარმატებული სიხშირით ყოველდღიური საინფორმაციო საშუალებები აშუქებენ. სწორედ ამიტომ, ალბათ, რუსეთში საპრეზიდენტო მარათონში, გამარჯვების საბოლოო შანსი იმ კანდიდატს ექნება, რომელიც სარეკლამო რგოლებში იშვიათად ან საერთოდ არ ჩნდება.

XS
SM
MD
LG