ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კაჩინსკის ავიაკატასტროფის დოკუმენტაცია პოლონეთს გადაეცა


კაჩინსკის ავიაკატასტროფის დოკუმენტაცია პოლონეთს გადაეცა
კაჩინსკის ავიაკატასტროფის დოკუმენტაცია პოლონეთს გადაეცა

რუსი გამომძიებლები აცხადებენ, რომ მათ პოლონურ მხარეს დამატებითი დოკუმენტაცია გადასცეს შარშან აპრილში პრეზიდენტ კაჩინსკის თვითმრინავის დაღუპვის შემდეგ დაწყებული გამოძიების ხელშესაწყობად.

თოთხმეტ ტომიანი დოკუმენტაციის გადაცემა დღეს მოხდა, მას შემდეგ რაც პოლონეთმა დამატებითი იურიდიული დახმარება მოითხოვა გამოძიების პროცესში.

რუსეთმა ვარშავას აქამდე თვითმფრინავის დაღუპვის საქმეში არსებული ფაილები უკვე გადასცა. რუსული ავიაციის სამსახურის თანამშრომლები აკსვნიან, რომ კატასტროფა პოლონელი პილოტის გადაწყვეტილებამ გამოიწვია--თვითმფრინავის დაშვება უამინდობის დროს განეხორციელებინა.

თუმცა პოლონური მხარე დარწმუნებულია, რომ თვითმფრინავის დაღუპვაში რუსეთის საჰაერო მიმოსვლის მართვის სამსახურსაც აკისრია.

XS
SM
MD
LG