ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის ჩამოვარდნის დეტალები


ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის ჩამოვარდნის დეტალები
ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის ჩამოვარდნის დეტალები

პოლონეთის ოპოზიციური პარტიის ლიდერი რუსეთის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს აკრიტიკებს, რომლის თანახმადაც გასულ აპრილს პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის ჩამოვარდნაში პოლონელ ოფიციალურ პირებს მიუძღვით ბრალი. მოგეხსენებათ, კატასტროფის შედეგად პრეზიდენტი კაჩინსკი და პოლონეთის მთავრობის კიდევ 95 წევრი დაიღუპა, მათ შორის ქვეყნის პირველი ლედიც.

რუსეთის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, პოლონეთის საჰაერო ძალების სარდალი ალკოჰოლის გავლენის ქვეშ იყო, როდესაც პილოტებს მიუხედავად უამინდობისა, თვითმფრინავის სმოლენსკში დასმის ბრძანება მისცა.

რუსეთის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსმა დისპეჩერებმა მოვალეობები დარღვევების გარეშე შეასრულეს.

რუსეთის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმადა გასულ აპრილს პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავის კატასტორფაში პოლონელ ოფიციალურ პირებს მიუძღვით ბრალი.

XS
SM
MD
LG