რუსეთის მმართველი პარტია”ედინაია როსია” პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს მაგისტრალის მშენებლობის შეჩერების თხოვნით მიმართავს.
ფასიანი გზა, რომელიც მოსკოვსა და პეტერბურგს ერთმანეთთან დააკავშირებს, კრიტიკოსების აზრით მოსკოვის გარეთ არსებული ტყის ეკოლოგიურ მდგოამრეობას საფრთხეს უქმნის. გზის მშენებლობა გარემოს დაცვის აქტივისტებისა და ადამიანის უფლებათა დამცველების უკმაყოფილების მიზეზად იქცა. გზის საწინააღმდეგოდ გამართულ დემონსტრაციას, ცნობილი რუსი როკ ვარსკვლავი უძღვებოდა.