ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვი ამერიკას საპასუხო სანქციებით ემუქრება


რუსეთი ამერიკის მიერ დაწესებულ ახალ სანქციებს საპასუხო ზომებით პასუხობს.

რუსეთის საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტიმ" გაავრცელა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის განცხადება, რომელშიც ის ამბობს, რომ ამზადებენ სანქციებს "ახალი ამერიკელი აქტორების ჯგუფის მიმართ" და სხვა, დამატებით საპასუხო ნაბიჯებს.

რიაბკოვმა ამერიკა მსოფლიო სტაბილურობისთვის საფრთხის შექმნაში დაადანაშაულა, მაგრამ იქვე აღნიშნა:
"მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელი პოლიტიკოსების სიჯიუტის გამო მოსკოვი იძულებულია საპასუხო ზომები მიიღოს, ჩვენ კვლავ გვსურს ვაშინგტონთან დიალოგის რეჟიმში დარჩენა."

ხუთშაბათს, თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე, ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთის შემდეგ, რუსეთს სანქციებს შეერთებული შტატებიც უწესებს. სტივენ მნუჩინმა, ხაზინის დეპარტამენტის მდივანმა 15 მარტს განაცხადა, რომ ეს არის ამერიკის "პასუხის ნაწილი რუსეთიდან მომდინარე ამორალურ იერიშებზე".

პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ სანქციები რუსეთის 19 მოქალაქეს და 5 კომპანიას დაუწესა. მათ 2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობა ბრალდებათ.

შეერთებული შტატები ასევე უერთდება ნერვული აგენტით ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეზე თავდასხმას, რაშიც ლონდონი ბრალს მოსკოვს სდებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG