რუსეთის ხელისუფლება კარელიის რესპუბლიკაში მომხდარი ავიაკატასტროფის მიზეზად პილოტის შეცდომას ასახელებს. ავარიის შედეგად 44 მგზავრი დაიღუპა. ვიცე-პრემიერ სერგეი ივანოვის განცხადებით, რომელიც რუსეთში საავიაციო ინდუსტრიას კურირებს, თვითმფრინავის პილოტი ძლიერი ნისლის დროს ცდილობდა დაჯდომას. ამან მის მიერ შეცდომის დაშვება გამოიწვია. ტუ-134 ტიპის თვითმფრინავის ბორტზე 52 ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის 9 ეკიპაჟის წევრი იყო. როგორც ირკვევა, თვითმფრინავი დაჯდომის დროს ხეებს წამოედო, რის შედეგაც ცეცხლი გაუჩნდა. ტრაგედია პეტროზავოდსკის აეროპორტში, მოსკოვიდან 650 კილომეტრის დაშორებით მოხდა. გადარჩენილთა შორის ცხრა წლის ბიჭი და მისი 14 წლის დაც არიან.