ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მედვედევი კიმ ჩენ ირს ულან-უდეში მიიღებს


მედვედევი კიმ ჩენ ირს ულან-უდეში მიიღებს

განსაკუთრებული საიდუმლოებით არის მოცული ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ირის რუსეთში დაგეგმილი ვიზიტი. დეტალები მას შემდეგაც უცნობი რჩება, რაც კიმ ჩენ ირი ჯავშნოსანი მატარებლით უკვე გაემგზავრა პრეზიდენტ მედვედევთან შესახვედრად. სამხრეთ კორეის სააგენტო დაზვერვის ანონიმ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ კიმ ჩენ ირი ციმბირის ქალაქ სკოვორიდინოში შეისვენებს, საიდანაც კვლავ გააგრძლებს გზას რუსეთის პრეზიდენტთან შესახვევდრად, რომელიც ოთხშაბათს არის დაგეგმილი. თუმცა ჩინური სააგენტო იუწყება, რომ კიმ ჩენ ირი უკვე ჩავიდა ქალაქ ულან-უდეში, სადაც ორი ქვეყნის ლიდერებმა ენერგეტიკული თანამშრომლობის და სხვა საკითხები უნდა განიხილონ. გასაიდუმლოების მიუხედავად, ჩრდილოეთ კორეის ახალი ამბების სააგენტო კიმ ჩენ ირის რუსეთში მოგზაურობას პერმანენტულად აშუქებს. გუშინ ფხენიანის მედია იუწყებოდა, რომ კიმ ჩენ ირს რუსულ სადგურებში დროშებით, სამხედრო მარშებით და ტრადიციული საჩუქრებით ხვდებიან.

XS
SM
MD
LG