ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეხვედრა სოჭში


რუსეთის და ისრაელის ლიდერებმა სირიის კონფლიქტზე იმსჯელეს

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელს და რუსეთს შეუძლიათ ახლო აღმოსავლეთში სტაბილობის და უსაფრთხოების დამყარებისთვის იბრძოლონ.
ნეთანიაჰუმ ეს განცხადება სოჭში რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა, რომლის დროსაც ორი ქვეყნის ლიდერებმა სირიაში შექმნილ სიტუაციაზე იმსჯელეს.
ისრაელი და დასავლეთის ქვეყნები შეშფოთებულნი არიან რუსეთის მიერ სირიისთვის თანამედროვე ჰაერსაწინაღო სისტემების მიყიდვის გეგმების გამო, რაც ბაშარ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ დასავლეთის ავიაციის მოქმედების ეფექტურობას სერიოზულ ზიანს მიაყენებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი სირიასთან დადებული კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას აპირებს, თუმცა მას არაფერი უთქვამს დამასკოსთვის S-300 ტიპის რაკეტების მიწოდების შესახებ.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი მიესალმება სირიის მთავრობის და ოპოზიციის წარმომადგენლების მონაწილეობას სამშვიდობო კონფერენციაში, რომელმაც ბოლო უნდა მოუღოს სირიაში მიმდინარე ორწლიან კონფლიქტს.
XS
SM
MD
LG