ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის არჩევნები საერთაშორისო დაძაბულობის ფონზე გაიმართება


კვირას რუსეთის მოქალაქეები ქვეყნის მომავალ პრეზიდენტს აირჩევენ.

ოპოზიციონერ კანდიდატ ალექსეი ნავალნის არჩევნებში მონაწილეობის საშუალება არ მიეცა. "ამერიკის ხმის" რუსულ რედაქციასთან საუბრისას ნავალნი ამბობს, რომ სავარაუდოდ მთელი საარჩევნო პროცესი გაყალბდება და ეს ევროპელ დამკვირვებელთა თვალწინ მაინც მოხდება. ნავალნი მოსახლეობას ბოიკოტისკენ მოუწოდებს.

არჩევნებში პრეზიდენტობის 8 კანდიდატი მონაწილეობს, თუმცა მაღალი ალბათობით კვლავ ვლადიმირ პუტინი გაიმარჯვებს. არჩევნები დასავლეთსა და კრემლს შორის კიდევ ერთხელ დაძაბული ურთიერთობების ფონზე გაიმართება - გასულ კვირას ბრიტანეთში რუსეთის ყოფილი აგენტი და მისი ქალიშვილი ნერვული აგენტით მოწამლული იპოვეს.

ვლადიმირ პუტინი რუსეთის ხელისუფლებას 1999-იდან უდგას სათავეში, როგორც პრეზიდენტი და როგორც პრემიერ-მინისტრი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG