ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„გადატვირვის“ პოლიტიკა გრძელდება


ორი წლის წინ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთთან „გადატვირვის“ პოლიტიკა დაიწყო.

ეს პროცესი წარმატებით წარიმართა და ორმხრივი ურთიერთობები გააუმჯობესა. მიღწეულ იქნა კონკრეტული შედეგებიც, ისეთები როგორიცაა სტრატეგიული იარაღის შემცირების ახალი ხელშეკრულება.

ევროპული სახელმწიფოები-გერმანიის და პოლონეთის ჩათვლით-„გადატვირვის“ საკუთარ ვერსიას მისდევენ.

ცოტა ხნის წინ, ატლანტიკური საბჭოს წინაშე სიტყვით გამოსვლისას, ამერიკის სახელმწიფო მდივნის ასისტენტმა იარაღის კონტროლის, შემოწმებისა და თავსებადობის საკიხებში როუზ გიოტემიოლერმა განაცხადა, რომ სტარტის ახალი ხელშეკრულების შესრულება „ძალიან კარგად ვითარდება ეს სფერო ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებში ნათელი წერტილია და ასევე პოზიტიური თანამშრომლობის მაგალითი“.

აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულება უფრო ადვილი შესასრულებელია ვიდრე სტარტის პირველი ვარიანტი. პარალელურად, ადვილად ხდება ხელშეკრულების შესრულების გადამოწმება. ამერიკამ 9 ინსპექცია ჩაატარა რუსეთში, რუსეთმა კი 8 ამერიკაში. სტარტის ახალი ხელშეკრულებით მონაცემების გაზიარების ხარჯზე ამერიკას საშუალება აქვს ძალიან დეტალური სურათი შეიქმნას რუსეთის სტრატეგიული ძალების შესახებ. ინსპექციები კი ვაშინგტონს დამატებით საშუალებას აძლევს ამ მონაცემების სანდოობა გადაამოწმოს.

ხელშეკრულების შემოწმების რეჟიმში სატელიტები და სხვა მონიტორინგის პლატფორმები მონაწილეობს.

ამერიკას განზრახული აქვს გააგრძელოს ბირთვული ქობინების თანდათანობითი შემცირება რუსეთთან სამომავლო ხელშეკრულებების ჩათვლით-ბირთვული იარაღის ყველა კატეგორიის უფრო ვრცელი შემცირების კუთხით. ამერიკა გააგრძელებს ნატოსთან გამჭვირვალე ინიციატივების განვითარებაზე კონსულტაციებს.

სარაკეტო თავდაცვასთან დაკავშირებით, რუსეთთან თანამშრომლობა ამერიკის პრიორიტეტია. როგორც სახელმწიფო მდივნის ასისტენტმა განაცხადა-„ამერიკამ მკაფიოდ ანიშნა, რომ შეერთებული შტატები ვერ მიიღებს ამერიკის სარაკეტო თავდაცვითი სისტემების შეზღუდვას ან აკრძალვას. ჩვენ გვჯერა, რომ სარაკეტო თავდაცვის სფეროში რუსეთთან თანამშრომლობა ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებსა და ნატო რუსეთის კავშირებს გააღრმავებს, ასევე გააძლიერებს ნატოს სარაკეტო თავდაცვის სისტემას.“-განაცხადა გიოტემიოლერმა.

არსებული ცრუ ინტერპრეტაციები ნატოს სისტემის შესაძლებლობების შესახებ, კონკრეტულად კი ის რომ ეს სისტემა რუსეთის ინტერკონტინენტალური ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ არის მიმართული ან ძირს უთხრის რუსეთის შეკავების უნარს -უსაფუძვლოა.

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთთან მუშაობას გააგრძელებს უსაფრთხო მსოფლიოს ასაშენებლად.

XS
SM
MD
LG