ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი თურქეთში მოკლულ ელჩს გლოვობს


დღეს მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, თურქეთში მოკლული ელჩის სამგლოვიარო ცერემონია შედგა.

ელჩ კარლოვის კუბო გვირგვინებით იყო შემკული და სამხედრო საპატიო ყარაული იდგა. ოჯახის წევრები გვერდზე ისხდნენ, ადამიანები მათთან მიდიოდნენ და სამძიმარს ეუბნებოდნენ.

სამძიმარზე მისულ მაღალი თანამდებობის პირებს შორის, პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, პრემიერი დმიტრი მედვედევი და საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იყვნენ.

თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანი ამბობს, რომ მკვლელობა უეჭველად მუსლიმი სასულიერო პირის, ფეთულა გიულენის ქსელის წევრის ჩადენილია.

გიულენმა მკვლელობა დაგმო და შეერთებულმა შტატებმა „აბსოლუტურად სასაცილო“ უწოდა იმ მინიშნებებს, რომ ქვეყანა ამ მკვლელობაში იყო ჩარეული ან მას ხელი შეუწყო, იმის გამო, რომ გიულენი შეერთებულ შტატებში იმყოფება.

XS
SM
MD
LG