ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლიტკოვსკაიას მკვლელობის ახლი დეტალები


პოლიტკოვსკაიას მკვლელობის ახლი დეტალები

რუსული გაზეთი „ნოვაია გაზეტა“ იტყობინება, რომ დაპატიმრებულია ცნობილი ჟურნალისტის - ანა პოლიტკოვსკაიას- მკვლელობის სავარაუდო ორგანიზატორი.

ეჭვმიტანილი პოლიციის ყოფილი ვიცე-პოლკოვნიკი, დმიტრი პავლიჩენკოვი, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით 2009 წელს ერთხელ უკვე დაკითხეს.

„ნოვაია გაზეტას“ ცნობით უშუალოდ მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი რამდენიმე თვის წინ იქნა დაპატიმრებული. ჯერ კიდევ უცნობია ჟურნალისტის ლიკვიდაციის მთავარი დამკვეთის ვინაობა.

ანა პოლიტკოვსკაიამ სახელი ჩეჩნეთში განხორციელებული რუსული პოლიტიკის მკაცრი კრიტიკით გაითქვა. ის 2006 წლის ოქტომბერში საკუთარი სახლის ლიფტში ჩაცხრილეს.

XS
SM
MD
LG