ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ირანს ბირთვული პროგრამის ახსნას თხოვს


რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ირანის მთავრობას საერთაშორისო თანამეგობრობასთან აქტიური თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

მედვედევმა გუშინ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მიუხედავად ორ ქვეყანა შორის არსებული აქტიური სავაჭრო ურთიერთობისა, რუსეთი ირანის მიერ ბირთვული პროგრამის განვითარებას ინდიფერენტულად არ უყურებს.

მოსკოვი თეირანის ტრადიციული დიპლომატიური და სავაჭრო პარტნიორია, რომელიც მას ბუშერეში ბირთვული ენერგეტიკის ქარხნის მშენებლობაში ეხმარებოდა. თუმცა ბოლო კვირების მანძილზე მოსკოვმა თეირანის მიმართ ტონი გაამკაცრა.

ორშაბათს გაკეთებულ განცახებაში მედვედევმა აღნიშნა რომ ირანი ბირთვული იარაღის წარმოებას უახლოვდება. მანამდე რუსეთი მსოლფიოს სხვა წამყვან ქვეყნებს, ირანის წინააღდმეგ სანქციების მორიგი რაუნდის დაწესებას შეუერთდა.

XS
SM
MD
LG