ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი რუსეთის მოქმედებებით უკმაყოფილოა


მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ირანის პრზიდენტის მიერ რუსეთის კრიტიკას ემოციური განცხადება უწოდა. აჰმადინეჟადი კი ამბობს, რომ რუსეთი ამერიკის გავლენის ქვეშაა მოქცეული.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ირანის მიერ რუსეთის კრიტიკას უგულვებელყოფს.

მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე ბატონმა ლავროვმა ირანის პრზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჟადის მიერ რუსეთის გაკრიტიკებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მან ირანის კრიტიკას ემოციური განცხადება უწოდა. ლავროვის თქმით, თუ კრიტიკის თარგმანი ზუსტია, მაშინ ბატონი აჰმადინეჟადი რუსეთს ეუბნება თუ როგორ უნდა მოიქცეს რუსეთი ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით.

ამასთან საგარეო საქმეთა მინისტრმა ისიც უარყო, რომ ირანის თქმით რუსეთი ამერიკის გავლენის ქვეშაა მოქვეული: ლავროვის განცხადებით: „ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ ვიღებთ საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, მათ შორის ირანის ბირთვულ პროგრამაზეც, ემყარება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და იმ პასუხისმგებლობას, რომელიც გვაკისრია, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს სახელმწიფოს. ჩვენ ბევრ საერთაშორისო ძალისხმევაში ვართ ჩართული სხვადასხვა პრობლემის მოსაგვარებლად, რომელთა შორის ირანის ბირთვული პროგრამაცაა.“

გუშინ გაკეთებულ განცხადებაში, ირნის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა რუსეთის მიერ ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მხარდაჭერა დაგმო. სანქციები ირანის ფინანსური ინსტიტუტებისა და იმ ქვეყნების წინააღმდეგ იქნება მიმართული, რომლებიც ირანს ბირთვული პროგრამის განვითარებაში შეუწყობენ ხელს.

ბატონი აჰმადინეჟადის განცხადებით, ირანს არ მოსწონს ის, რომ მეზობელი ქვეყანა, ასეთ მნიშვნელოვან დროს მხარს უჭერს იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანის მიმართ ბოლო 30 წელია მტრულასდ არიან განწყობილი. მისივე თქმით, ეს ირანელი ხალხისთვის მიუღებელია და რუსეთმა მოქმედება უნდა გამოასწოროს.

ლავროვმა განაცხადა, რომ შეთანხმება რომელსაც ირანმა, ბრაზილიამ და თურქეთმა თეირანის ბირთვული მასალის ერთი ნაწილის ირანის საზღვრებს გარეთ გამდიდრებასთან დაკავშირებით მიაღწიეს, მისასალმებელი წინსვლაა. მისივე თქმით, ეს შეთანხმება ძალიან ჰგავს ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ წამოწყებულ ინიციატივას, რომელიც ირანს გასული წლის ოქტომბერში შესთავაზეს. ამასთან ერთად, ლავროვმა აღნიშნა, რომ არ არის იმის გარანტია, რომ ირანი ახალი შეთანხმების პირობებს დაიცავს.

„ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ მიუდგება ირანი საკუთარ მოვალეობებს. თუ თეირანი პირნათლად შეასრულებს შეთანხმების პირობებს, რუსეთი აქტიურად დაუჭერს მხარს თურქეთისა და ბრაზილიის ინიციატიცას,“ განაცხადა ბატონმა ლავროვმა.

შეერთებული შტატები ახალი შეთანხმების წინააღმდეგია, რადგანაც ის ირანის მიერ ურანის გამდიდრების პროგრამას არ აჩერებს, რამაც საბოლოო ჯამში შეიძლება ირანს ბირთბული იარაღის შემუშავების შესაძლებლობა მისცეს.

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ახლო აღმოსავლეთის განყოფილების დირექტორი ბატონი ვიტალი ნაუმკინი აცხადებს, რომ სანქციები ისე არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რუსეთის მიერ ირანის მიმართ მოთმინების დაკარგვის გამოხატვა.

ბატონი ნაუმკინის თქმით: „რუსეთი გააგრძელებს თეირანთან თანამშრომლობას მიუხედავად იმისა, რომ ირანი რთული პარტნიორია. ამასთან ერთად, ირანს სერიოზული სირთულეები აქვს მსოფლიო საზოგადოებასთან და ჩემი აზრით, რუსეთი უბრალოდ შუამავლის როლის შესრულებას ცდილობს.“

მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი სანქციების მომხრეა, ის ბუშერის ბირთვული რეაქტორისთვის ირანს მაინც აწოდებს საწვავს. გასულ კვირას, რუსეთის დუმის ზედა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ მარგელოვმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ სანქციების მხარდაჭერა ხელს არ შეუშლის თეირანისთვის S-300-ის ტიპის ქობინების მიყიდვის პროცესს.

XS
SM
MD
LG