ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოლეგ სენცოვის ციხეში შიმშილობის მეასე დღე


Oleg Sentsov
Oleg Sentsov

სამშაბათს, უკრაინელი კინემატოგრაფისტის, ოლეგ სენცოვისთვის, ციხეში შიმშილობის მეასე დღე დაიწყო. მისი პროტესტი მიმართულია იმ ათობით უკრაინელის გათავისუფლებისკენ, რომლებიც ამჟამად რუსულ ციხეებში, პოლიტიკური მოტივებით არიან დაპატიმრებული.

მისმა მხარდამჭერებმა ევროპის ქალაქებში, რუსეთის საელჩოებთან დემონსტრაციები მოაწყეს და რუსეთის მთავრობას სენცოვის დაუყოვნებელი გათავისუფლებისკენ მოუწოდებდნენ. ისინი აღნიშნავდნენ, რომ მისი შიმშილობა საბოლოო, საშიშ ფაზაში შევიდა.

ცალკეული საპროტესტო ღონისძიებები რუსეთშიც გაიმართა. ყაზანში, ქალაქის ძველი კრემლის ციხესიმაგრის წინ, აქტივისტებმა გაშალეს პლაკატი, რომელზეც ეწერა „თავისუფლება სენცოვს, 100 დღე“.

მოსკოვის ცენტრში მდებარე პარკში, იმ დროს, როდესაც გამვლელები სამსახურებიდან სახლებისკენ მიდიოდნენ, დაახლოებით, 30 დემონსტრანტი შეიკრიბა. ისინი მღეროდნენ და პლაკატები ეკავათ.

ერთ ქალბატონს საბჭოთა ეპოქის დისიდენტის, ანატოლი მარჩენკოს სურათი ეკავა, რომელიც 1986 წელს, 117 დღიანი შიმშილობის შემდეგ გარდაიცვალა. მის გვერდით მდგარ დემონსტრანტს ეკავა პლაკატი წარწერით „გამეორება არ გვსურს“.

პოლიციამ დაპატიმრებები სწრაფად დაიწყო. ადგილობრივი სადამკვირვებლო ჯგუფის „ოვდ-ინფო“-ს ინფორმაციით, დაკავებულია 10 აქტივისტი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG