ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხანძარი რუსეთის ფსიქიატრიულ ჰოსპიტალში


ფსიქიატრიულ ჰოსპიტალში გაჩენილი ხანძრის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა

რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, მოსკოვის მახლობლად მდებარე ფსიქიატრიულ ჰოსპიტალში გაჩენილი ხანძრის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 36 პაციენტი და 2 ექიმი.
ქალაქ რამენსკიში ხანძარს მხოლოდ ორი პაციენტი და ერთი ექიმი გადაურჩნენ. ხელისუფლების ინფრომაციით, ცეცხლი სწრაფად მოედო მთელ შენობას, რომლის ფანჯრები გისოსებში იყო ჩასმული. ერთ სართულიანი ნაგებობა 1952 წელს იყო აშენებული.
როგორც მოსკოვის კარნეგის ცენტრის ანალიტიკოსი მაშა ლიპმანი ამბობს:“ ახლა ბევრს ლაპარაკობენ ტექნოლოგიური სტანდარტების დარღვევასა და ცალკეული პირების პასუხისმგებლობაზე, მაგრამ აშკარაა რომ რუსეთის მთავრობა ვერ ასრულებს თავის ფუნქციებს.“
აღსანიშნავია, რომ რუსი მეხანძრეები შემთხვევის ადგილზე ერთი საათის დაგვიანებით მივიდნენ.
XS
SM
MD
LG