ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელის განხილვა დაიწყო. თბილისი რუსეთს სეპარატისტულ რესპუბლიკებში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების სისტემატურ დარღვევაში ადანაშაულებს. რუსეთმა კი დღეს საქართველო ბრალდებების შეთხზვაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ გაეროს სასამართლოს ამ საკითხზე არანაირი იურისდიქცია არ გააჩნია. საქართველოს მიერ წარდგენილ სარჩელში ნათქვამია, რომ რუსეთმა ამ ორ სეპარატისტულ რეგიონში ორი ათწლეულის მანძილზე ათასობით ეთნიკური ქართველი გაანადგურა. ჰააგის სასამართლო ქართულ მხარეს ხვალ მოუსმენს.
ჰააგაში საქართველოს სარჩელის განხილვა დაიწყო
