ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ომის გამოძახილი 7 წლის შემდეგ


თბილისიდან ავტობანს დასავლეთის მიმართულებით თუ გამოყვებით, მცხეთის შემდეგ, წეროვანთან ახალ სამოსახლოს დაინახავთ. წეროვანში დევნილთა ყველაზე დიდი სოფელია და მეტაფორულად, ის, ერთ დღეში გაჩნდა. ახლა დევნილების პატარა სახლებს შორის, რომელებიც თავდაპირველად ტრიალ მინდორზე, ყოველგვარი გამწვანების გარეშე იდგა, წამოზრდილ ხეებსაც ნახავთ. ნარგავებმა და სიმწვანემ ბუნებრივი შეფერილობა მისცა ამ ხელოვნურად შექმნილ სოფელს. წეროვანის დევნილთა დასახლება, სხვა დასახლებებთან შედარებით, ყველაზე მეტადაა მოწყობილი ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით და მისი მდგომარეობა, ამ მხრივ ბევრად გასხვავებული და უკეთესია დევნილთა სხვა ჩასახლებებისგან. ეს, ერთის მხრივ განპირობებულია იმით, რომ ის ყველაზე დიდი ჩასახლებაა, მეორეს მხრივ კი იმით, რომთბილისთან ყველაზე ახლოსაა. ამერიკის ხმასთან ახალგორიდან დევნილმა 22 წლი ეკა ზარიძემ ისაუბრა. ის წეროვანის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს და არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობს, ამავდროულად მენეჯერია წეროვანის კაფეში, რომელიც სოციალურ საწარმოს წარმოადგენს.

”აქ საბავშვო ბაღიცა, სკოლაც, სტომატოლოგირი კლინიკა, მუნიციპალიტეტის შენობა, სპორტული დარბაზი, კაფე, ახალგაზდული სახლი, კულტურის სახლი... ომიდან შვიდი წლის შემდეგ საგრძნობლად გაუმჯობესდა მდგომარეობა, რეალიზება საკუთარი შესაძლებლობების მოვახერხე, მართალია, თავდაპირველად, ომიდან პირევლი ორი წის შემდეგ, არ იყო იოლი ამ ყველაფერთან შეგუება, თუმცა შემდეგ, როდესაც ხედავ, რომ არც გამოსავალია და არც სხვა შესაძლებლობა დაბრუნების, ეგუები. როდესაც ხედავ, რომ არაა სხვა გამოსავალი, ეჩვევი და ეგუები. ჩვენ გვაქვს არასამთავრობო ორგანიზაცია ”უკეთესი მომავლისთვის”, ტიხრული მინანქრის სახელოსნო, რომელსაც მენეჯმენტს ვუწევ, გვაქვს ასევე სოციალური კაფე, რომელსაც ასევე მენეჯმენტს ვუწევ.”

2008 წელს სოფელ კეხვის დატოვება მოუხდა და დევნილად იქცა ნაზი ბერუაშვილის ოჯახს. დღეს იგი კარალეთის დევნილთა ჩასახლებაში ცხოვრობს. აი, რას ამბობს ის ამერიკის ხმასთან:

”ცხოვრებას დევნილთა ჩასახლებაში შევეჩვიეთ და არ შევეგუეთ. შეგუება მხოლოდ საკუთარ სახლთან შეიძლება, ესაა ძალიან ძნელი. შეჩვევით შევეჩვიეთ. დავიძინებ, თუ გავიღვიძებ, სულ იქით რაღაც მეძახის, სიზმარშიც იქ ვარ. ძალიან ძნელია სიტყვა ”დევნილი”, როდემდე უნდა გვერქვას. იქით, ცხინვალისკენ შვილი მყავს დარჩენილი, შვილიშვილები არ მინახავს, აგერ უკვე შვიდი თუ რვა წელია, არც ერთი არ მინახავს, სამი შვილიშვილი მყავს. ისე მენატრებიან, სული მელევა. საიდან უნდა ვნახო, მე იქ არავინ შემიშვებს, მათაც უნდა მოუარონ: ვლადიკავკაზი, რუსეთი და ჩამოვიდეს, ეს ძალიან რთულია. 200-300 ლარი მაინც უნდა, რომ ჩამოვიდეს.”

მოქალაქეს, ვინც ცხინვალში, დე ფაქტო ადმინისტრაციის ტერიტორიაზე ცხოვრობს შეუძლიია თუ არა ლარსის გამშვები პუნქტის გავლით საქართველოს ტერიტორიაზე მოხვედრა, ამის შესახებ, ამერიკის ხმას შსს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელი კახა ქემოკლიძე ესაუბრა.

”პასპორტების პროცენტის იდენტიფიცირება მიმდინარეობს მუდმივად. ვისაც უფიქსირდება პასპორტში, რომ ის გაცემულია სამხრეთ ოსეთის რუსეთის საელჩოში, შესაბამისად, ჩვენ მსგავს დოკუმენტს არ ვაღიარებთ. ანუ, თუ ადამიანს სურს ამგვარი პასპორტით ლარსის, ოფიციალური საგუშაგოს გავლით შემოსვლა, ის ვერ შემოვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე. თუ ჩვეულებრივი, სტანდარტული პასპორტი აქვს, მაგალითად, ეთნიკურად ოს მოქალაქეს და ეს პასპორტი გაცემულია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, ცხადია, ესაა ვალიდური პასპორტი და მისი მფლობელი დაუბრკოლებლად შემოვა ქვეყნის შიგნით.”

2015 წლის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საქართველოში263 598 დევნილია რეგისტრირებული.

XS
SM
MD
LG