რუსეთში ფორმულა ერთის რბოლები გაიმართება. ამის შესახებ რუსეთის მთავრობამ ავტორბოლების ორგანიზატორთან ბერნი ეკლსტონთან მოაწერა ხელი.
ფორმულა ერთის „გრან პრი“ სოჭის მახლობლად ჩატარდება 2014 წელს. როგორც ცნობილია ამავე წელს ამ ქალაქში ზამთრის ოლიმპიური თამაშებია დაგეგმილი.
რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა ხელშეკრულებას პირადად მოაწერა ხელი. აღნიშნული ხელშეკრულება რუსეთს მის საწყისს ეტაპზე 40 მილონი დოლარი დაუჯდება.