ტერაქტი მოხდა რუსეთში. ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქ ვლადიკავკაზში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მანქანის აფეთქების შედეგად 15 ადამიანია დაღუპული. ხელისუფლების განცხადებით, აფეთქება ხალხმრავალ ადგიალს, ბაზრის შესავლელთან მოხდა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია. იმავე ბაზრის სიახლოვეს მასშტაბური ტერაქტი 1999 წელს განხორციელდა, რომლის დროსაც 50 ადამიანი დაიღუპა.
ვლადიკავკაზში ტერაქტი მოხდა
