ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ომში გაწვევას აფართოებს და „ნამდვილ“ მამაკაცებს იწვევს


რუსეთის სამხედრო უწყებებმა ვიდეოკამპანია წამოიწყეს, რომლითაც უკრაინის წინააღმდეგ ომში, საბრძოლველად „ნამდვილ მამაკაცებს“ იწვევენ.

სარეკლამო რგოლები, ძირითადად რუსულ სოციალურ ქსელებში ვრცელდება. მასში ნათქვამია, რომ მოსკოვი, მოხალისეობის საფუძველზე, უკრაინაში თავისი ძალების გასაძლიერებლად, 400 000 ჯარისკაცის მობილიზებას ცდილობს.

რეკლამა რუს მამაკაცებს, თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის გაფორმებას და თვიურად, ხელფასის სახით, 204 000 რუბლს სთავაზობს, რაც 2 495 დოლარია.

მოსკოვი, უკრაინის წინააღმდეგ ომს, კვლავ „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს და არ ასაჯაროვებს განცდილი მსხვერპლის ზუსტ რაოდენობას.

აშშ-ის თავდაცვის სადაზვერვო სააგენტოს მიერ ახლახან გამოქვეყნებული შეფასებით, ომში უკვე დაიღუპა 43 000-მდე რუსი. იმავე შეფასებით, ომის განმავლობაში, 17 000-მდე უკრაინელია დაღუპული.

სექტემბერში „ნაწილობრივი მობილიზაციის“ პროცესის დაწყების შემდეგ, ათობით ათასი რუსი მამაკაცი იძულებული გახდა ქვეყნიდან გაქცეულიყო. ხელისუფლება უარყოფს მობილიზაციის მეორედ გამოცხადების შესაძლებლობას. თუმცა, სულ ცოტა ხნის წინ, ელექტრონული გაწვევის რეფორმა წარადგინა და აცხადებს, რომ ასე სისტემის მოდერნიზებას ცდილობს. მანამდე კი, უკრაინის წინააღმდეგ ომში, მოხალისეების მობილიზებას ცდილობს.

XS
SM
MD
LG