ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის კრიზისი რუსეთში ინვესტორებს აფრთხობს


რუსეთის ეკონომიკა 2014 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში შენელებულ ტემპს აჩვენებს. ამას, ეკონომისტების აზრით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული გაურკვევლობა იწვევს.

რუსეთის ეკონომიკის მინისტრი ალექსეი ულიუკაიევი აცხადებს, რომ ქვეყნის ეკონომიკა პირველი კვარტლის განმავლობაში მხოლოდ 0.8 პროცენტით გაიზარდა. სამინისტრო პირველ კვარტალში 2.5 პროცენტიან ზრდას ვარაუდობდა.

დამატებითი სანქციების მოლოდინში, შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა რამდენიმე რუსი ინდივიდუალური პირისა და ერთი ბანკის აქტივები გაყინეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. სავარაუდო მომავალი სანქციების შესაძლებლობის გამო, ეკონომიკის მინისტრის თქმით, რუსეთში ინვესტიციების რაოდენობა პირველ კვარტალში 4.8 პროცენტით შემცირდა.

მსოფლიო ბანკის პროგნოზებით, რუსეთის ეკონომიკა მიმდინარე წელს შეიძლება 2 პროცენტით შემცირდეს იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაში პოლიტიკური კრიზისი არ დასრულდა.
XS
SM
MD
LG