ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ადასტურებს კრუშელნიცკის მიერ დოპინგის გამოყენებას


რუსეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა დაადასტურა სამხრეთ კორეის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე რუსი ათლეტის მიერ დოპინგის გამოყენება. მეორე ტესტმა რუსეთის კარლინგის გუნდის ათლეტის, ალექსანდრე კრუშელნიცკის მიერ მელდონიუმის მიღება დაადასტურა.

რუსეთის დელეგაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ისინი მწუხარებას გამოხატავენ მომხდარის გამო. თუმცა მათივე განცხადებით, ალექსანდრე კრუშელნიცკიმ მელდონიუმი მხოლოდ ერთხელ მიიღო, რაც შედეგის გაუმჯობესებას არ გამოიწვევდა.

კრუშენნიცკიმ მის ცოლთან ერთად შერეულ კარლინგში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მელდონიუმს, როგორც მედიკამენტს ხშირად გულის პრობლემების მქონე ადამიანები იყენებენ. ტენისის მოთამაშე მარია შარაპოვამ 2016 წელს მის ანალიზში მელდონოიუმის აღმოჩენის შემდეგ 15-თვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო მიუხედავად იმისა, რომ ის ამ მედიკამენტს 10 წლის განმავლობაში იღებდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG