ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვის თქმით, ლიბიაში კონფლიქტის დასარულებლად პროგრესს მიაღწია


რუსეთი აცხადებს, რომ არაპირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების გზით, პროგრესს მიაღწია ლიბიაში კონფლიქტის დასრულებისთვის.

"დღეს, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროგრესი გვაქვს", თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. მან კომენტარი ჟურნალისტებთან გამართულ პრეს-კონფერენციაზე გააკეთა, სადაც ასევე აღწერა, თუ როგორ მიმდინარეობდა 8-საათიანი პარალელური მოლაპარაკებები თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან და რუსეთის თავდაცვის მინისტრთან.

ტრიპოლიში მყოფი საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობის ხელმძღვანელი, ფაიაზ ალ-სარაჯი დათანხმდა მემორანდუმზე ხელის მოწერას, რომელიც გულისხმობს სამხედრო მოქმედებების დასრულებას და კომისიის შექმნას, რომელიც დაადგენს გამყოფ ხაზს ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის.

თუმცა, ხალიფა ჰაფტარმა, ლიბიის ეროვნული არმიის მეთაურმა, მეტი დრო ითხოვა შეთავაზების გადასახედად და მოსაფიქრებლად და მოსკოვი მემორანდულმზე ხელის მოწერის გარეშე დატოვა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG