ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩეჩნეთის მთებში 4 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა


ჩეჩნეთის მთებში 4 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა

სამხრეთ ჩეჩნეთის მთებში მეამბოხეებთან მიმდინარე შეტაკებისას 4 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა და 16 დაიჭრა. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით ოპერაციას 4 ჯარისკაცი და სამართალდამცავი შეეწირა, დაშავებული კი მხოლოდ ორია. დაუზუსტებელი ინფორმაციით ჩეჩენი ისლამისტების მხრიდანაც 4 ადამიანია გარდაცვლილი.

ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის თქმით სამხედრო ოპერაცია სოფელ ტაზენკალასთან ღრმა თოვლის და ხშირი ნისლის პირობებში მიმდინარეობდა. რუსმა ჯარისკაცებმა ჩეჩენი სამხედრო დაჯგუფების წევრთა ძებნა დღეს დილით ისევ განაახლეს.

რუსეთი ამბოხებულ ისლამისტებთან ბრძოლას ჩეჩნეთში 90-იანი წლების დასაწყისიდან, საბჭოთა კავშირის დამხობის პერიოდის შემდეგ აწარმოებს.

XS
SM
MD
LG