ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უმაროვმა თავისი შემცვლელი დაასახელა


ჩეჩნეთის მეამბოხეების ლიდერი ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობას სხვას უთმობს და თვითონ ჩრდილოეთ კავსასიაში საამიროს შექმნისთვის ბრძოლას აგრძელებს.

ჩეჩნეთის ისლამისტი მეამბოხეების ლიდერი დოკუ უმაროვის განცხადებით, ის მეამბოხეების მეთაურობას თავს ანებებს. უმაროვი კავკასიის თითგამოცხადებული ამირია.

განცხადებაში, რომელიც შაბათს ინტერნეტით გამოქვეყნდა, უმაროვი ამბობს, რომ მოვიდა დრო მან პასუხისმგებლობა უფრო ახალგაზრდა და ენერგიით სავსე ადამიანს გადააბაროს. მეამბოხეების ახალ ლიდერად მან ასლამბეკ ვადალოვი დაასახელა, თუმცა იქვე დასძინა, რომ ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს იმას, რომ უმაროვმა ჩრდილოეთ კავკასიაში ისლამური სახელმწიფოს დაარსება გადაიფიქრა.

უმაროვი მოსკოვის მეტროში მოწყობილი იმ უკანასკნელი ტერორისტული აქტების ორგანიზატორი იყო, რომლებმაც 39 ადამინის სიცოცხლე იმსხვერპლა.

რუსეთიში უმაროვი სისხლის სამართლის დანაშაულებისთვის იძებნება, ხოლო ამერიკამ კი მისი სახელი ტერორისტების სიაში შეიყვანა.

XS
SM
MD
LG