ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა ბელორუსში სამხედრო წვრთნები დაიწყო


რუსეთმა დღეს ბელორუსში დაიწყო სამხედრო წვრთნები, რომელმაც უკვე გამოიწვია ნატოს წევრი სახელმწიფოების შეშფოთება ჩართული სამხედროების რაოდენობისა და წვრთნების ხასიათის გამო. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ წვრთნებში მონაწილეობას 12, 700 სამხედრო პერსონალი, 70 თვითმფრინავი, 250 ტანკი და 10 საბრძოლო გემი მიიღებს და ექვს ადგილას გაიმართება.

გენერალ მაიორმა ოლეგ ვოინოვმა, რომელიც ბელორუსის ერთერთი მაღალი სამხედრო ოფიციალური პირია, ეს ცნობა დაადასტურა და აღნიშნა, რომ წვრთნები მეზობელ სახელმწიფოებს და მთლიანად ევროპას საფრთხეს არ უქმნის.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მიმდინარე კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველა ქვეყანას შეუძლია სამხედრო წვრთნების ჩატარება, რუსეთი არასდროსაა გამჭვირვალე ასეთ საქმიანობასთან დაკავშირებით და წარსულში მოსკოვს წვრთნებში მონაწილე ჯარების მცდარი რაოდენობა წარმოუდგენია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG