ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლონდონში დასავლური საკრედიტო ბარათების რუსული ალტერნატივის დებიუტი მოხდება


მას შემდეგ, რაც ხუთი წლის წინ, დასავლეთის მიერ შემოღებულმა სანქციებმა რუსეთის ფინანსური სისტემა შეარყია და “ვიზამ” და “მასტერ ქარდმა” რუსეთის ზოგიერთ წამყვან ბანკს ელექტრონულ მომსახურებაზე უარი უთხრა, ლონდონში საბანკო ანგარიშსწორების რუსული ბარათის ევროპული დებიუტი შედგება. საპილოტე პროექტი, გლობალური გადახდების ჰოლანდიურ კომპანია “ფეი ექს პერტთან” თანამშრომლობით დაიწყება.

მოსკოვის ხელისუფლება იმედოვნებდა, რომ ბარათ “მირ”-ს ოდესმე უცხოურ ბაზრებზეც მიიღებდნენ, მაგრამ “მირ”-ის გადახდის სისტემის პროგრესი ნელი იყო რუსეთის გარეთ. “მირი” დასავლეთის მიერ კონტროლირებული ისეთი საერთაშორისო ფინანსური სისტემების გარეთ მოქმედებს, როგორიცაა “სვიფტი,” რომელსაც ბანკები ფულის გადასარიცხად იყენებენ.

რუსეთის ეროვნული ბარათის გადახდის სისტემის ხელმძღვანელის, ვლადიმირ კომლევის თქმით, “ფეი ექს პერტთან” თანამშრომლობით საპილოტო პროექტი, “რუსული გადახდის ბარათების უცხოური ექსპანსიისთვის იმედისმომცემი ტენდენციების საფუძველს შექმნის.”

ანალიტიკოსები ამ მცდელობას განიხილავენ იმ გეგმის ნაწილად, რომელსაც კრემლი რუსეთის ეკონომიკის დოლარზე დამოკიდებულებისგან გასათავისუფლებლად მიმართავს, რათა დასავლური სანქციების სიმძიმე შეიმსუბუქოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG