ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსულ კვლევით გემზე მყოფი 52-ივე მგზავრი გადარჩენილია


აკადემიკოს შოკალსკის სახელობის გემი კვირაზე მეტია ანტარქტიკის ყინულში მოექცა და შველას ითხოვს

ავსტრალიის საზღვაო უსაფრთხოების ოფიციალურ პირთა განცხადებით, რუსულ კვლევით გემზე მყოფი 52-ივე მგზავრი გადარჩენილია. აკადემიკოს შოკალსკის სახელობის გემი კვირაზე მეტია ანტარქტიკის ყინულში მოექცა და შველას ითხოვს. მათ ხსნას შობის ღამის შემდეგ ჩინური, ავსტრალიური და ფრანგული ყინულმჭრელი გემები უშედეგოდ ცდილობნდა. მგზავრების გადარჩენა მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც მაშველმა ვერტმფრენმა გემის მახლობლად დაშვება და მათი 12-კაციან ჯგუფებად გადაყვანა შეძლო.

კრის ტერნმა, გემზე მყოფმა ერთ-ერთმა მეცნიერმა სოციალურ ქსელ „თვითერზე“ გზავნილი განათავსა, რომელშიც წერს, რომ მგზავრებმა ავსტრალიურ ყინულმჭრელ გემამდე უსაფრთხოდ მიაღწიეს. გემზე მკვლევარებთან ერთად ტურისტები და ჟურნალისტებიც იყვნენ. ეკიპაჟის 22 წევრი ამინდის გაუმჯობესების მოლოდინში გემზე რჩება და შინ დაბრუნებას მხოლოდ მას შემდეგ გეგმავს, რაც ყინული გალღვება და გემი მოძრაობას დამოუკიდებლად შეძლებს.
XS
SM
MD
LG