ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსულ გემს ჩაძირვა არ ემუქრება


მგზავრები ამბობენ, რომ მხნედ არიან და ემზადებიან ხომალდზე ახალი წლის შესახვედრად

ანტარქტიკის ყინულში გაჭედილი რუსული სამეცნიერო ხომალდის ეკიპაჟის და მგზავრების გამოყვანა შვეულმფრენით მოხდება. ეს აუცილებელი გახდა მას შემდეგ, რაც სხვა ხომალდებმა რამდენჯერმე სცადეს, მაგრამ ვერ მიუახლოვდნენ მას.

74 ადამიანი იმყოფება ხომალდზე, რომელიც ქრისტეშობის ღამის შემდეგ, სამხრეთ პოლუსის მახლობლად ყინულში გაიჭედა.

საფრანგეთის, ჩინეთის და ავსტრალიის ყინულმჭრელებმა ვერ შეძლეს ხომალდამდე მიღწევა. ბოლო მცდელობისას, ავსტრალიური „ავრორა ავსტრალის“ ძლიერმა ქარმა და თოვლმა აიძულა უკან გაბრუნებულიყო.

ავსტრალიის და რუსეთის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად, ჩინურ ყინულმჭრელ „სნოუ დრაგონზე“ განლაგებული შვეულმფრენი შეეცდება ეკიპაჟის გადმოყვანას თორმეტკაციან ჯგუფებად.

მგზავრები ამბობენ, რომ მხნედ არიან და ემზადებიან ხომალდზე ახალი წლის შესახვედრად.

გემს ჩაძირვის საფრთხე არ ემუქრება და რამდენიმე კვირის სამყოფი ყველა საჭირო მარაგი გააჩნია.
XS
SM
MD
LG