ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა ნავალნის თანაგუნდელზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა


რუსეთმა ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის დირექტორი, ივან ჟდანოვი საერთაშორისო ძებნილთა სიაში შეიყვანა და მისი საქმის შესახებ დეტალები ინტერპლოს გაუზიარა.

29 ივნისს, ჟდანოვის ადვოკატმა, ვლადიმირ ვორონინმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ ლიეტვუაში მცხოვრები მისი კლინეტი რუსეთის ხელისუფლებამ საერთაშორისო მასშტაბით ძებნილთა სიაში 18 ივნისს შეიყვანა, თუმცა თავად ძებნილს ამის შესახებ არ აცნობა.


ვორონინმა სასამართლოს გადაწყვეტილება სოციალურ ქსელში განათავსა. მასში წერია, რომ რუსი ოფიციალური პირები, ინტერპოლს თხოვენ ჟდანოვის შესახებ „წითელი ცირკულარი“ დაუშვას. ეს ნიშნავს მოთხოვნას მთელი მსოფლიოს სამართალდამცავი ორგანოებისთვის, სხვადასხვა ლეგალური მოქმედებისთვის, როგორიცაა მაგალითად ექტსტრადიცია, დაადგინოს პირის ადგილსამყოფელი და წინასწარი პატიმრობა შეუფარდოს. ეს არ არის დაპატიმრების საერთაშორისო ორდენი და ქვეყანას თავად შეუძლია აირჩიოს, დააკავებს თუ არა ძებნილს.

ამის გათვალისწინებით, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ჟდანოვის საქმის პოლიტიკური ხასიათი დასავლეთის ქვეყნებს ნაკებად უბიძგებს საერთაშორისო ორდენის მოთხოვნები შეასრულოს.

ვორონინი ასევე ამბობს, რომ მოსკოვის ნაგატინოს ოლქის სასამართლომ, ჟდანოვის დაპატიმრება დაუსწრებლად შეუფარდა. მიზეზი ბრძანების დარღვევაა, რომლის მიხედვით მას მოსკოვის დატოვების უფლება არ ჰქონდა. სასამართლოს გადაწყვეტილება, დაკავების შემდეგ ერთთვიან პატიმრობას ითვალისწინებს. მეტი დეტალი ცნობილი არ არის.

„ჩვენ ყოველთვის ვვარაუდობდით, რომ თუ ივანი რუსეთში დაბრუნდებოდა, მას საზღვრის კვეთის შემდეგ დაუყოვნებლი გაგზავნიდნენ ციხეში. ახლა ეს დანამდვილებით ვიცით“, აცხადებს ჟდანოვის ადვოკატი. უფლებადამცველი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

რუსეთის სასამართლომ 9 ივნისს დააკმაყოფილა პროკურორების მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, ნავალნისთან დაკავშირებული ორგანიზაციები „ექსტრემისტულ“ ორგანიზაციებად გამოცხადდა. ეს გადაწყვეტილება ასევე ნიშნავს, რომ ნავალნისთან დაკავშირებული ორგანიზაციების თანამშრომლებს, საჯარო არჩევითი თანამდებებობის დაკავება ეკრძალებათ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG