ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსი მილიარდერი პროხოროვი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს


რუსი მილიარდერი პროხოროვი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
რუსი მილიარდერი პროხოროვი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

რუსი მილიარდერი მიხაილ პროხოროვი აცხადებს, რომ პრემიერ მინისტრ ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში იბრძოლებს.

პროხოროვი, რომელიც ასევე კალათბურთის ამერიკულ ნაკრებს „ ნიუ ჯერსი ნეთს“ ფლობს აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება მისი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი არჩევანია.

შეგახსენებთ, რომ შაბათს რუსეთში ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა ქუჩებში და ხელახალი არჩევნების ჩატარება მოითხოვა.

გუშინ, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ხელისუფლება გამოიძიებს საპარლამენტო არჩევნების მანიპულაციის ბრალდებებს. თუმცა უკვე დღეს ვლადიმირ პუტინის წარმომადგენელმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ გაყალბების ბრალდებები შედეგების მხოლოდ ერთ პროცენტს მოიცავს. შესაბამისად მათი გამოძიება ვერ შეცვლის არჩევნების საბოლოო შედეგებს და არც მათ კანონიერებას დააყენებს ეჭვის ქვეშ.

XS
SM
MD
LG