ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის ხელისუფლებამ ბრალი წაუყენა დაზვერვის ოფიცერს


რუსეთის ხელისუფლებამ ბრალი წაუყენა დაზვერვის ოფიცერს

რუსეთის ხელისუფლებამ ბრალი წაუყენა დაზვერვის იმ ოფიცერს, რომელმაც შეერთებულ შტატებთან ითანამშრომლა და ამერიკაში მოქმდი რუსი ჯაშუშების ქსელის არსებობა გაამხილა. ამის შესახებ რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურმა დღეს განაცხადა. მათი თქმით, ეს პიროვნება არის ალექსანდრ პოტიევი, რომელსაც სახელმწიფო საიდუმლოების გაცემაში ედება ბრალი და მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. თუმცა, როგორც ცნობილია, პოტიევმა რუსეთი უკვე დატოვა და ის შეერთებულ შტატებში გაიქცა. ამერიკელებმა გასული წლის ივნისში 10 რუსი აგენტი სწორედ პოტიევის დახმარებით აღმოაჩინეს, და მოგვიანებით მათი რუსეთში დეპორტაცია მოახდინეს.

XS
SM
MD
LG