ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვში ლიდერები ვერ შეთანხმდნენ


ლავროვის განცხადებით, დამასკოში ქიმიური იარაღის გამოყენება მეამბოხეების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია იყო

რუსეთი და დასავლეთის ლიდერები ვერ თანხმდებიან საკითხზე, თუ რომელმა მხარემ გამოიყენა სირიაში ქიმიური ირაღი. მიუხედავად ამისა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ მოზადებულ რეზოლუციაზე მუშაობა გრძელდება, რომლის მიხედვითაც სირიიდან ქიმიური იარაღის არსენალის ამოღება უნდა მოხდეს.

დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ გასულ თვეს დამასკოში მომხდარი ფაქტი მეამბოხეების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია იყო, რომელიც უცხო ქვეყნების მხარდაჭერის მოპოვებას ემსახურებოდა.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლორან ფაბიუსის განცხადებით, გაეროს გამოძიება ადასტურებს, რომ ქიმიური იარაღი სირიის შეიარაღებულმა ძალებმა გამოიყენეს.

სერგეი ლავროვმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას აღნიშნა:

„ჩვენი სურვილია 21 აგვისტოს ფაქტი ობიექტურად და პროფესიულად იქნას შესწავლილი. გვაქვს სერიოზული საფუძველი იმისა, რომ ეს იყო პროვოკაცია და არ ვეთანხმებით პარტნიორის აზრს იმასთან დაკავშირებით, რომ ქიმიური იარაღი სამთავრობო ძალებმა გამოიყენეს."

ლავროვმა ასევე ხაზი გაუსვა ფაქტსაც, რომ შეხვედრის მიზანია სირიაში მშვიდობა დამყარდეს და ორივე მხარე უნდა შეეცადოს, საკითხის გადაჭრის საერთო გადაწყვეტილებამდე მივიდეს.
XS
SM
MD
LG