ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როზა პარკსის ძეგლი კაპიტოლიუმში


პრეზიდენტმა ობამამ და კონგრესმენებმა შავკანიანი აქტივისტის ხსოვნას პატივი მიაგეს

ოთხშაბათს კაპიტოლიუმის შენობაში ცნობილი სამოქალაქო უფლებების დამცველის როზა პარკსის ქანდაკება დაიდგა. პრეზიდენტმა ობამამ და ამერიკის კანონმდებლებმა სამოქალაქო მოძრაობის პიონერის ხსოვნას პატივი მიაგეს.

როზა პარკსს შეერთებულ შტატებში სამოქალაქო მოძრაობის დედას ეძახდნენ. მისი ბრინჯაოს ქანდაკება კაპიტოლიუმის ქანდაკებების დარბაზში დაიდგა. ამით პატივი მიეგო შავკანიანი ამერიკელი ქალის ღვაწლს, რომელმაც საკუთარი საქმიანობით, შეერთებული შტატების ისტორია შეცვალა.

როზა პარკსმა პირველი პროტესტი რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ 1955 წელს გამოხატა. მან უარი განაცხადა ავტობუსში თეთრკანიანი ქალისთვის ადგილი დაეთმო და უკანა რიგში სკამზე არ გადაჯდა.მისმა ქმედებამ შავკანიანი ამერიკელებს ბოიკოტისკენ უბიძგა, რაც საბოლოოდ სამოქალაქო მოძრაობაშჲ გადაიზარდა.
XS
SM
MD
LG