ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაქ ობამა მოულოდნელად ჩავიდა ავღანეთში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საგარეო პოლიტიკა წლევანდელი არჩევნების ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება, მიუხედავად იმისა რომ პოლიტიკური ანალიტიკოსების აზრით, გადამწყვეტი მაინც ქვეყნის ეკონომიკური პრობლემებია.

პრეზიდენტი ობამა ვღანეთის დედაქალაქ ქაბულში ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის ერთი წლის თავზე ჩავიდა. მან ავღანეთის პრეზიდენტთან ჰამიდ კარზაისთან ბაგრამის სამხედრო ბაზაზე ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და ამერიკელ ჯარისკაცებს შეხვდა.

თავის სატელევიზიო მიმართვაში პრეზიდენტმა ობამამ ავღანეთში ამერიკის სამხედრო მისიის დასრულებაზე ისაუბრა. მისი თქმით:“ მე ერთი დღითაც კი არ დავტოვებ ამერიკელ ჯარისკაცებს ამ ქვეყანაში, თუ ეს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებით არ იქნება განპირობებული, მაგრამ ჩვენ ბოლომდე უნდა მივიყვანოთ ავღანეთში დაწყებული საქმე.“

ბინ ლადენის განადგურებიდან ერთი წლის თავზე, პრეზიდენტ ობამას საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვიდეო მასალა გამოქვეყნდა, რომელშიც მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტის ლიკვიდაციის გადაწყვეტილების მიღების დრამატული კადრებია ასახული. პრეზიდენტ ობამას შტაბი დღეს კითხვის ქვეშ აყენებს მიტ რომნის უნარს მიეღო ასეთი გადაწყეტილება.

თავის მხრივ მიტ რომნი ოსამა ბინ ლადენის მკვლელობის წლისთავზე ნიუ იორკის ყოფილ მერთან რუდი ჯულიანისთან ერთად გამოჩნდა. მისი თქმით:“ რა თქმა უნდა მე უყოყმანოდ მოვაწერდი ხელს ბინ ლადენის ლიკვიდაციას, რომელიც ამერიკის დაუძინებელი მტერი იყო.“

პრეზიდენტ ობამას საგარეო პოლიტიკა ამერიკული საზოგადოების მხარდაჭერით სარგებლობს, ამიტომ მიტ რომნი ქვეყნის ეკონომიკურ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას.

მისი თქმით:“ ჩვენ ისეთი პრეზიდენტი გვჭირდება, რომელსაც კარგად ესმის კერძო ინიციატივის და დამოუკიდებელი მეწარმეობის მნიშვნელობა, რომლის გარეშე ამ ქვეყნის მომავალი განვითარება წარმოუდგენელი იქნება.“

როგორც პრეზიდენტ რონალდ რეიგანის აპარატის ყოფილი უფროსი კენ დუბერსტაინი აცხადებს:“ დღეს ამერიკის ეკონომიკის მდგომარეობაზე რეფერენდუმი, რომ ჩატარდეს მიტ რომნი გახდებოდა პრეზიდენტი, მაგრამ მთლიანად რესპულიკური პარტიის და პირადად რომნის შესახებ, რომ გავმართოთ რეფერენდუმი, მაშინ პრეზიდენტ ოაბამას გამარჯვების დიდი შანსი ექნება.“

მაშინ როდესაც შეეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნებამდე ექვსი თვეა დარჩენილი, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, პრეზიდენტი ობამა რესპუბლიკელ მიტ რომნის ცოტათი უსწრებს პოპულარობით.

XS
SM
MD
LG