ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრი სახლის მიმართ კრიტიკა გაჟღერდა


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ ადმინსტრაციის მხრიდან არ აქვს ადგილი ოსამა ბინ ლადენის მკვლელობის პოლიტიზირებას. თეთრი სახლის მიმართ გაჟღერდა კრიტიკა, რომ ეს უკანასკნელი ტერორისტთა ლიდერის მკვლელობის წლისთავს, განსაკუთრებული კმაყოფილებით აღნიშნავს.
პაკისტანში აშშ-ის სპეციალური დანიშნულების დანაყოფის მიერ ჩატარებული რეიდის წლისთავამდე რამდენიმე დღით ადრე, ობამამ თავის სიტყვაში გააკრიტიკა ისინი, ვინც დროთა განმავლობაში პოზიცია შეიცვალა, გულისხმობდა რა რესპუბლიკელთა სავარაუდო ნომინანტს მიტ რომნის. ობამამ გააკეთა მინიშნება რომნის ადრეულ გამონათქვამებზე, რომელიც ერთი ადამიანის წინააღმდეგ ამხელა ოპერაციის ჩატარებას არამართებულად მიიჩნევდა, თუმცა ორშაბათს რომნიმ შეცვალა თავისი პოზიცია და დასძინა, რომ ის ოსამა ბინ ლადენის მკვლელობის ბრძანებას გასცემდა.
XS
SM
MD
LG