ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რომნი კამპანიისას ჩინეთზე საუბრობს


U.S. Republican presidential candidate Mitt Romney speaks during a campaign stop in St. Augustine, Florida August 13, 2012.
U.S. Republican presidential candidate Mitt Romney speaks during a campaign stop in St. Augustine, Florida August 13, 2012.

კამპანიის დროს, რომნიმ ყურადღება იმ საკითხებზე გაამახვილა, რამაც უახლოეს პერიოდში ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობების გადასინჯვა განაპირობა.

შეერთებული შტატების რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატი მიტ რომნი ჩინეთთან მკაცრ საუბრებს აგრძელებს და პეკინის მიერ მთვარეზე უპილოტო რაკეტის გაშვების გეგმას რამდენიმეჯერ ირონიით მოიხსენია.

ფლორიდაში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას, რომნიმ ამერიკის ოლიმპიური გუნდის წარმატებით დაიტრაბახა. შეერთებულმა შტატებმა მეორე ადგილზე მყოფ ჩინეთს 16 მედლით გაუსწრო.

„[ამერიკა] დედამიწაზე კვლავაც ყველაზე დიადი სახელმწიფოა. ვიცი, არიან ადამიანები, რომლებიც ამერიკას ყოველთვის აკრიტიკებენ, რომელთაც ყოველთვის აქვთ რაღაც ნეგატიური სათქმელი, ან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ დიდებული დღეები წარსულს ჩაბარდა. ეს აბსურდია. ახლახანს მსოფლიოში ყველაზე მეტი ოლიმპიური მედალი მოვიპოვეთ. თქვენ, ასევე ნახეთ, რომ ცოტა ხნის წინ [ჩვენი საფრენი აპარატი] მარსზე დაეშვა, რამაც კარგად დაგვანახა, თუ რა ხდება იქ. ვიცი, რომ ჩინეთი მთვარეზე გამგზავრებას გეგმავს. ვიმედოვნებ, რომ მათ ამის კარგი გამოცდილება აქვთ. ასევე, იმედი მაქვს, რომ იმ ადგილზე შეყოვდებიან, სადაც ჩვენი დროშა 43 წლის წინ აღიმართა,” - განაცხადა რომნიმ.

კამპანიის დროს, რომნიმ ყურადღება იმ საკითხებზე გაამახვილა, რამაც უახლოეს პერიოდში ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობების გადასინჯვა განაპირობა. მათ შორისაა უთანხმოება ვაჭრობის, ინტელექტუალური საკუთრებისა და ვალუტის ღირებულების თაობაზე.

ჩინეთმა ამ განცხადებებს უპასუხისმგებლო და პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა და ვარაუდი გამოთქვა, რომ შექმნილმა ვითარებამ, შესაძლოა, მსოფლიოს ორ უმსხვილესი ეკონომიკის ქვეყანას შორის ურთიერთობები დააზიანოს.

რომნის მხრიდან რამდენჯერმე გაისმა მუქარა იმის თაობაზე, რომ ჩინეთი ვალუტის მანიპულატორად წარმოაჩინოს და მისი [პრეზიდენტად] არჩევის შემთხვევაში სანქციები დაუწესოს მას. 13 აგვისტოს გამოსვლაში მან მსგავსი შინაარსის განცხადებები გააკეთა.
XS
SM
MD
LG