ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თვითმკვლელობის მცდელობა


უზენაესმა სასამართლომ რუმინეთის ყოფილ პრემიერ მინისტრს კორუფციის ბრალდებით ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

რუმინეთის ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ადრიან ნასტასემ თვითმკვლელობა სცადა, როდესაც უზენაესმა სასამართლომ მას კორუფციის ბრალდებით ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. როგორც რუმინეთის საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, ნასტასემ ცეცხლსასროლი იარაღი კისრის არეში ისროლა. ინციდენტი მის სახლში მოხდა, როდესაც მეზობელ ოთახში პოლიცია იმყოფებოდა. ნასტასეს ადვოკატები აცხადებენ, რომ მათი კლიენტი გონზეა და ბუქარესტის საავადმყოფოში იმყოფება.

ნასტასეს საპრეზიდენტო არჩევნების დროს 2 მილიონი დოლარის შეგროვებაში ადანაშაულებენ, რასაც ის კატეგორიულად უარყოფს და გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

XS
SM
MD
LG