უკვე რამდენიმე კვირაა მთელი ქვეყნის მასშტაბით გაუსაძლისი ყინვის პირობებში მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. რუმინელები მთავრობის მიერ გატარებულ მკაცრ საბიუჯეტო შეკვეცებს აპროტესტებენ.
დღეს მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ემილ ბოკმა განაცხადა, რომ ნდობის მანდატს სოციალური სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით თმობს. საბიუჯეტო შეკვეცები იმ რამდენიმე მილიარდიანი კრედიტის ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენდა, რომელიც რუმინეთს მსოფლიო ბანკმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და ევროკავშირმა წაუყენა.
იმის მიუხედავად, რომ საპროტესტო აქციები მშვიდობიან ხასიათს ატარებდა, რამდენიმე იზოლირებულ შემთხვევაში პოლიციას და მშვიდობიან მომიტინგეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.
რუმინეთში წლის ბოლოს ახალი საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი.