ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გარემოს დაცვის სამიტი დასრულდა


გარემოს დაცვის აქტივისტებმა სამიტი გააკრიტიკეს

პარასკევს რიო დე ჟანეიროში, გაერთიანებული ერების გარემოს დაცვის სამიტი დაიხურა. შეხვედრაზე 190 ქვეყნის წარმომადგენლებმა მიზნად დაისახეს მსოფლიოში მილიარდობით ადამიანი სიღარიბისგან იხსნან.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა სამიტის მონაწილეებს მსოფლიოს რესურსების დაცვის ახლებური ხედვისკენ მოუწოდა.

გარემოს დაცვის აქტივისტებმა გააკრიტიკეს კონფერენცია და დიპლომატების მიერ მიღებულ დოკუმენტს უსუსური უწოდეს . მათი აზრით, სამიტი არაეფექტური იყო და შესაბამისად მნიშვნელოვან შედეგებს და პერსპექტივებს მისგან არც მოელოდნენ.


XS
SM
MD
LG