ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაკავებულია ადამიანი, რომელმაც პრეზიდენტის მოწამლვა სცადა


ამერიკელი გამომძიებლები აცხადებენ, რომ დაკავებულია მამაკაცი მისისიპის შტატიდან, რომელმაც პრეზიდენტ ბარაკ ობამას მოწამლული წერილი გაუგზავნა.

გამოძიების ფედერალური ბიურო აცხადებს, რომ პოლ კურტისი მისისიპის შტატის ქალაქ კორინში დააპატიმრეს. გამოძიება დამატებით დეტალებს ჯერ არ ავრცელებს.

ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ეჭვმიტანილმა კონვერტში მოთავსებული მომწამვლველი ნივთიერება რიცინი პრეზიდენტ ობამას სახელზე თეთრ სახლში გაგზავნა. მეორე წერილი კი მან საკუთარი შტატის სენატორ ჯონ ვიკერის ოფისში გააგზავნა.
XS
SM
MD
LG