ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება“ დააჯარიმა. სასამართლოს თანახმად, მედია საშუალება არ დაემორჩილა რუსეთის კანონს უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ და სავალდებულო ანგარიში არ წარადგინა.

ტვერსკის უბნის სასამართლომ "რადიო თავისუფლებას" 100 000 რუსული რუბლი, დაახლოებით (1600 ამერიკული დოლარის) გადახდა დააკისრა. დაცვის მხარე სასამართლო პროცესის გადადებას ითხოვდა, რაც მოსამართლემ არ გაითვალისწინა.

"რადიო თავისუფლება" აცხადებს, რომ სამართლებრივ მოქმედებებს განიხილავდა. კანონის დარღვევამ კი შესაძლოა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დანაშაულების წარმოებას უბიძგოს, რაც რუსეთში მის საქმიანობას საფრთხეს შეუქმნის.

რადიო თავისუფლების იურისტები აცხადებენ, რომ კომპანიის მიერ ანგარიშის წარდგენა კანონში არსებული ბუნდოვანების გამო ვერ მოხდა, რადგან კანონში ანგარიშის წარდგენის ვადები დაზუსტებული არ არის.

„რადიო თავისუფლების“ პრეზიდენტი თომას კენტი აცხადებს, რომ ეს გასამართლება „რუსეთის დიდი ძალისხმევის ნაწილია, რომლის მიზანიც "რადიო თავისუფლების" შეზღუდვა და მისი თანამშრომლების მიმართ უნდობლობის გამოწვევაა“

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ „რადიო თავისუფლება“ და „ამერიკის ხმა“ უცხო ქვეყნის აგენტებად რვა თვის წინ გამოაცხადა.

„უცხო ქვეყნის აგენტად“ გამოცხადება პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ გასულ წელს მიღებული კანონის საფუძველზე ხდება, რომელიც უცხო ქვეყნის აგენტის წოდებას ანიჭებს საერთაშორისო წყაროების მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებს და მედია საშუალებებს. ამ კანონის მიღებას კრიტიკულად გამოეხმაურა დასავლეთი

კენტის შეფასებით, ეს კანონი თავიდანვე ამ მიზნით შეიქმნა: „რუსეთში მომუშავე ყველა საერთაშორისო მედია საშუალებიდან, მხოლოდ შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებული მედია გამოცხადდა „უცხო ქვეყნის აგენტებად“. ჩვენი აზრით ამ კანონის სამიზნე ჩვენ ვართ. ამერიკული კანონები ჩვენს სარედაქციო დამოუკიდებლობას იცავს. დაშვება, რომ ჩვენ აგენტები ვართ , მცდარია. ისინი გვიზღუდავენ ინფორმაციაზე წვდომას და ახლა საფრთხეს უქმნიან ჩვენს ხალხს“, განაცხადა კენტმა.

„რადიო თავისუფლება“ და „ამერიკის ხმა“ მაუწყებელთა მმართველი საბჭოს მიერ იმართება და ამერიკის მთავრობის მიერ ფინანსდება. „ამერიკის ხმა“ ფედერალური უწყებაა, „რადიო თავისუფლება“ კი კერძო, არა-მომგებიანი ორგანიზაცია, ორივე მედია საშუალებას ამერიკის კონგრესი აფინანსებს.

„უცხო ქვეყნის აგენტებად“ მედია საშუალებები და საერთაშორისო ორგანიზაციები 2012 წლის კანონის შესაბამისად ცხადდებიან. რუსეთის მთავრობის მაღალჩინოსსნებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ მათ მიერ მიღებული კანონი პირდაპირ-პროპორციულია "ფარას" სახელით ცნობილი ამირიკული კანონისა, რომელიც 80 წლის წინ ნაცისტური პროპაგანდის გავრცელების წინააღმდეგ შეიქმნა.

ამერიკის მთავრობა კი აცხადებს, რომ ამერიკის და რუსეთის კანონები ერთმანეთისგან განსხვავდება და რომ რუსეთი ამ კანონს თავისუფალი იდეების დასაბლოკად იყენებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG