ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მზადება სანქციებისთვის - სენატის ორპარტიული რეზოლუცია ბელარუსის შესახებ


სენატორებმა ჯიმ რიშმა და ბობ მენენდესმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯფომარემ და წევრმა, სხვა 11 სენატორთან ერთად, ბელარუსის შესახებ რეზოლუცია მიიღეს. რეზოლუცია გმობს ბელარუსში მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევას და პასუხისმგებელ ოფიციალურ პირებზე, სანქციების დაწესებას ითვალიწინებსს.

რეზოლუცია მოუწოდებს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, ევროკავშირთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციით, დააწესოს მიზნობრივი სანქციები ბელარუსის ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ბელორუსის დემოკრატიული პროცესების შესუსტებაზე. ასევე, სანქციები დაუწესდეთ იმ მაღალჩინოსნებს, ვინც პასუხისმგებელნი არიან პოლტიკურ რეპრესიებსა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე.

სენატორები მოუწოდებენ აშშ-ის მთავრობას, გააგრძელოს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობა, ბელარუსი ხალხის დასახმარებლად. და მხარი დაუჭირონ მათ უფლებას, თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი.

"ბატონი ლუკაშენკოს მიერ ბელარუსში, პოლიტიკური ოპოზიციისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ განხორციელებული ძალადობა და რეპრესიები არაკეთილსინდისიერია. ბელარუსის ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს დემონსტრანტების ძალადობრივი დარბევა და გაათავისუფლოს ყველა, ვინც 9 აგვისტოს გამართული არჩევნების შემდეგ, უსამართლოდ დააკავეს.

ორპარტიული რეზოლუცია, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ, არის შეერთებული შტატების მხარდაჭერის ძლიერი სიმბოლო, ბელარუსი ხალხის, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების, თავისუფალი არჩევნების და კანონის უზენაესობის მიმართ. ბელარუსი ხალხი უკეთესი მომავლისკენ ისწრაფვის, ჩვენ კი ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად, განვაგრძობთ მუშაობას მათ დასახმარებლად" - აცხადებს სენატორი რიში.

რეზოლუციის კიდევ ერთი თანაავტორი, სენატორი მენენდესი ამბობს, რომ ლუკაშენკო უნდა გადადგეს.

"ბატონ ლუკაშენკოს არანაირი ლეგიტუმურობა აღარ დარჩა, ამიტომ ის უნდა გადადგეს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა სასწრაფოდ უნდა იმოქმედონ, რათა ბელარუსი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებულ დანაშაულზე პასუხისმგებელ პირებს პასუხისმგებლობა დაეკისროთ." - აცხადებს მენენდესი.

სენატორები მოუწოდებენ ბელარუსის მთავრობას, პატივი სცეს ადამიანის ძირითად უფლებებს.

რეზოლუციის ტექსტში ნათქვამია, რომ ალექსანდრე ლუკაშენკო დიქტატურით მართავს ბელარუსს მას შემდეგ, რაც 1994 წელს, ქვეყანაში პირველი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა.

"აგვისტოში გამართული საპრეზიდენტო არჩევნები არც სამართლიანი იყო, არც თავისუფალი და ურაყოფილია საერთაშორისო საზოგადოების მიერ, რადგან არ აკმაყოფილებს არჩევნების მინიმალურ სტანდარტებსაც კი. არასამრთლიანი და არათავისუფალი არჩევნების შემდეგ კი, ხელისუფლება რეპრესიების იარაღად ხშირად იყენებს აქტივისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების დაკავებას." - ნათქვამია რეზოლუციაში.

რეზოლუციის ტექსტი, წინასაარჩევნო პერიოდს მიმოიხილავს.

"2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, პრეზიდენტ ლუკაშენკოს სახელით მოქმედი მაღალჩინოსნები აპატიმრებდნენ ჟურნალისტებს, ბლოგერებს, პლიტიკურ აქტივისტებს და ოპოზიციის ლიდერებს. მათ შორის პრეზიდენტობის კანდიდატებს, რომლებსაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის საშუალებით, აუკრძალეს არჩევნებში მონაწილეობა." - ნატქვამია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის რეზოლუციაში.

სენატორები საუბრობენ რეზოლუციაზეც, რომელიც სენატმა ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მიიღო და რომლიც მოუწოდებდა ბელარუსის ხელისუფლებას, გაემართა თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საპრეზიდენტო არჩევნები. ასევე, უზრუნველეყო კენჭისყრაში ყველა კანდიდატის შეუფერხებლად მონაწილეობა.

სენატორები იხსენებენ რეზოლუციებსა და აქტებს, რომლებიც შეერთებული შტატების უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს, ბელარუსში, წინა წლებში გამართული არჩევნების შესახებ აქვს მიღებული.

ასეთია მაგალითად 2006 წელს მიღებული "ბელარუსის დემოკრატიის რეავტორიზაციის აქტი", რომელიოც კონგრესმა ბელარუსში რეპრესიებისა და ძალადობის ფონზე ჩატარებული არჩევნების გამო მიიღო.

კიდევ ერთი რეზოლუცია სენატმა 2011 წელის მარტში მიიღო, რომელიც, 2010 წლის დეკემბერში გამართუულ არჩევნებს აფასებებდა. რეზოლუცია გმობდა დარღვევებით ჩატარებულ არჩევნებს, რომელიც არ წარმოაჩენდა ამომრჩევლთა ნებასა და მისწრაფებებს და რომელიც შეფასდა, როგორც არალეგიტიმური და თაღლითური. მაშინ სენატი მოუწოდებდა ლუკაშენკოს, დაუყოვნებლივ გაეთავისუფლებინა პოლიტპატიმრები, რომლებიც 2010 წლის არჩევნების პერიოდში დააკავეს.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG