ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესპუბლიკელებს სირიელი ლტოლვილების მიმღება არ სურთ


პარიზში მომხდარი ტერორისტული თავდასხმების შემდეგ, ამერიკელი რესპუბლიკელი პოლიტიკოსები სირიელი ლტოლვილების ამერიკაში განსახლების შეჩერებას მოითხოვენ. მათი აზრით, ეს ნაბიჯი ამერიკაში მსგავსი თავდასხმის განხორციელებას ხელს შეუშლის.

პრეზიდენტი ლტოლვილების მიღების მომხრეა და აცხადებს, რომ ვიდრე ეს ადამიანები ამერიკაში ჩამოვლენ, მათი ისტორია თვეების მანძილზე საგულდაგულოდ მოწმდება.

ლტოლვილების მიღების მოწინააღმდეგეების ერთ-ერთი წინადადება მხოლოდ ქრისტიანი ლტოლვილების მიღება იყო, რასაც პრეზიდენტი კატეგორიულად შეეწინააღმდეგა და განაცხადა, რომ ასეთი მოქმედება ამერიკული ღერებულებების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

XS
SM
MD
LG